თავში

ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ დახმარებას - რომის პაპი

ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ დახმარებას - რომის პაპი
ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ დახმარებას - რომის პაპი

რომის პაპმა ფრენცისკე I-მა ტრადიციული საკვირაო ლოცვის დროს  ლიბიის სანაპიროსთან დაღუპული 130 მიგრანტის შესახებ ისაუბრა და სახელმწიფოების მხრიდან უმოქმედობას სასირცხვილო უწოდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

"ისინი ცოცხალი ადამიანები იყვნენ, რომლებიც მთელი ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ დახმარებას, დახმარება, რომელიც ვერ მიიღეს", - განაცხადა რომის პაპმა.

გაერო-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) სპიკერმა, საფა მსეჰლიმ განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოებს ეკისრებათ,, ვინაიდან მათ 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე უარი თქვეს.

საერთო ჯამში, წელს ხმელთაშუაზღვის სანაპიროებზე 500 მიგრანტი დაიღუპა, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე 2020 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელი.

შეგახსენებთ, დევნილებით დატვირთული რეზინის სამი გემი, რომელშიც სავარაუდოდ 130-მდე ადამიანი იჯდა, ძლიერი ღელვის შედეგად გადაბრუნდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system