თავში

ოსკარ დე ლა რენტამ ბილი აილიშის გამო ბეწვზე უარი თქვა

​ოსკარ დე ლა რენტამ ბილი აილიშის გამო ბეწვზე უარი თქვა
ოსკარ დე ლა რენტამ ბილი აილიშის გამო ბეწვზე უარი თქვა

Met Gala-ს მეჯლისზე მომღერალმა ბილი აილიშმა Oscar de la Renta-ს კაბის ჩაცმაზე მხოლოდ ერთი პირობით განაცხადა თანხმობა: თუ ბრენდი კოლექციის წარმოებაში ბეწვის გამოყენებაზე უარს იტყვის. ამის შესახებ გამოცემა The New York Times წერს.

ბრენდში აცხადებენ, რომ ეს ადვილი გადაწყვეტილება არ იყო, რადგან მის დამაარსებელს, ოსკარ დე ლა რენტას ნატურალური ბეწვი ძალიან უყვარს.

"მაგრამ ერთადერთი რამ, რაც მას ნამდვილად ადარდებდა მოდაში, მისი მოძველებული ხედვაა", - განაცხადა ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, ალექს ბოლენმა.

მანამდე ბეწვის ნაწარმი ბრენდის მაღაზიებში იყიდებოდა. პოდიუმებზე მისი დემონსტრაცია არ ხდებოდა. ალექსის თქმით, ბეწვს დიდი შემოსავალი შემოჰქონდა.

ბილი აილიშმა ნატურალურ ბეწვზე უარისკენ ყველა დიზაინერს მოწოდა.

"ჩემთვის პატივი იყო, ჩამეცვა კაბა, როდესაც ვიცოდი, რომ მომავალში Oscar de la Renta ბეწვს არ გამოიყენებს. ძალიან მიხარია, რომ მთელმა გუნდმა ამ საკითხში ყური მიგდო და არა მხოლოდ ცხოველების, არამედ ჩვენი პლანეტისა და გარემოს კეთილდღეობისთვის ცვლილებები შეიტანა. ყველა დიზაინერს მოვუწოდებ, იგივე გააკეთოს", - წერს ბილი აილიში "ინსტაგრამზე".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system