თავში

პაკეტები, რომელთა ჭამა ცხოველებისთვის სასარგებლოა

პაკეტები, რომელთა ჭამა ცხოველებისთვის სასარგებლოა
პაკეტები, რომელთა ჭამა ცხოველებისთვის სასარგებლოა

იაპონიაში, ქალაქ ნარას პარკში მცხოვრები ირმების გადასარჩენად, სპეციალისტებმა ბუნებრივი მასალისგან დამზადებული პაკეტები შექმნეს, რომელთა ჭამა ცხოველების სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ Independent-ი ავრცელებს.

იაპონიაში, ოსაკას მახლობლად მდებარე ნარას პარკი და იქ მცხოვრები 1200 ირემი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

პარკში მისულ ვიზიტორებს უფლება აქვთ ირმებს უშაქრო კრეკერები აჭამონ, თუმცა ცხოველები ხშირად ძირს დაყრილ პაკეტებსაც ჭამენ, რომლსაც მათი კუჭი ვერ ამუშავებს. გასულ წელს ნარას პარკში ირემი მოკვდა, რომლის კუჭიდან ვეტერინარებმა 4 კილოგრამი პლასტიკური პაკეტი ამოიღეს. სწორედ ამ ფაქტმა გაუჩინა ნარას მკვიდრს ტაკაში ნაკამურას იდეა, რომ ცხოველებისთვის უსაფრთხო პაკეტები შეექმნა.

ნაკამურამ, მეგობართან ერთად პაკეტების წარმოება დაიწყო, რომელიც რძის კოლოფების გადამუშავებული მასალისგან და ბრინჯის ჩენჩოსგან იყო დამზადებული. კრეკერები, რომლებიც ირმებისთვის არის გათვალისწინებული, ამ ინოვაციურ პაკეტებშია მოთავსებული. მათი ჭამის შემთხვევაში, ისინი საფრთხის შემცველი არ არის. გამომგონებლებმა ამ დროისთვის 3500 პაკეტი დაამზადეს, რომელიც 6 ადგილობრივ კომპანიას, მათ შორის ქალაქის ტურისტულ ბიუროს, ადგილობრივ ბანკებსა და აფთიაქებს დაურიგეს. იდეის ავტორები იმედოვნებენ, რომ პროექტის წარმატების შეთხვევაში მას ფართო გავრცელება ექნება, რადგან ნარას პარკის ირმების მსგავსად სხვა უამრავი ცხოველი დგას ამ პრობლემის წინაშე. 2018 წელს ინდოეთის ქალაქ პუნაში დაღუპული ხარის კუჭიდან ვეტერინარებმა 85 კილო პლასტიკური პაკეტი ამოიღეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system