
პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და პიკაპი შეეჯახნენ, რომელსაც ბენზინი გადაჰქონდა. ინციდენტის შედეგად 15 ადამიანი ცოცხლად დაიწვა. ინფორმაციას ამის შესახებ Express Tribune ავრცელებს.
ხანძარმა ორივე ავტომობილი მთლიანად გაანადგურა.
მიმდინარეობს გამოძიება.