თავში

პანდემიამ იტალიაში დაკრძალვის წესები შეცვალა - PHOTO

პანდემიამ იტალიაში დაკრძალვის წესები შეცვალა - PHOTO
პანდემიამ იტალიაში დაკრძალვის წესები შეცვალა - PHOTO

იტალიაში პანაშვიდებზე მისვლა პანდემიამდე ყველას შეეძლო. კორონავირუსით გამოწვეულმა წესებმა კი ყველა წეს-ჩვეულება შეცვალა. ამის შესახებ "The Seattle Times" წერს. 

გასულ თვეში იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ დაუშვა, რომ მოკრძალებული დაკრძალვა ეკლესიებში ჩატარდეს, მაგრამ სამგლოვიარო ცერემონიალს მხოლოდ 15 ადამიანი უნდა დაესწროს, რომლებიც სოციალურ დისტანციას დაიცავენ და პირბადეს გაიკეთებენ.  

იტალიიის ერთ-ერთი ქალაქის მერი, საბატინო დი გიროლამო ვერ წარმოიდგენდა, რომ 91 წლის დედას, რომელიც ინსულტით გარდაეცვალა, ახალი წესებით დაკრძალავდა. დედის პანაშვიდზე მხოლოდ ოჯახის წევრები და 15 ადამიანი იმყოფებოდა. ვინც ვერ შეძლო ეკლესიაში შესვლა, გარეთ იდგა.

"პანდემიამ შეცვალა ისეთი საგვარეულო ჩვევები, რომლებიც ღრმად არის დამკვიდრებული ჩვენს კულტურაში. ჩვენ იტალიელებს ძალიან მოგვწონს ჩახუტება, ურთიერთდამოკიდებულების ძებნა, ერთად ცხოვრება. ახლა კი ყველანი ერთმანეთისაგან შორს ვართ და გვეშინია", - ამბობს დი გიროლო.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system