თავში

პანდემიამ სიცოცხლის ხანგრძლივობა მეორე მსოფლიო ომზე მეტად შეამცირა

პანდემიამ სიცოცხლის ხანგრძლივობა მეორე მსოფლიო ომზე მეტად შეამცირა
პანდემიამ სიცოცხლის ხანგრძლივობა მეორე მსოფლიო ომზე მეტად შეამცირა

COVID-19-ის პანდემიის გამო სიცოცხლის ხანგრძლივობა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მეტად შემცირდა. ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის ლევერჰალმის დემოგრაფიულ მეცნიერებათა ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

მეცნიერებმა გაანალიზეს 29 ქვეყნის მონაცემები, რომელიც ევროპის უმეტესობას, აშშ-სა და ჩილეს მოიცავს და დაადგინეს, რომ გასულ წელს სიცოცხლის ხანგრძლივობის ისეთი შემცირება დაფიქსირდა, რომელიც პროგრესის წლებს ხაზს უსვამს. ჯამში სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება 27 ქვეყანაში შეინიშნებოდა.

კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორის, დოქტორმა ხოსე მანუელ აბურტოს განცხადებით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, როგორიცაა ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ბელგია და ა.შ. ერთი წლის განმავლობაში ბოლოს სიცოცხლის ხანგრძლივობის ასეთი მნიშვნელოვანი შემცირება მეორე მსოფლიო ომის დროს შეინიშნებოდა.

29 ქვეყანაში მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე ქალების შემთხვევაში. კერძოდ, სიცოცხლის ხანგრძლივობის ყველაზე დიდი შემცირება მამაკაცებში აშშ-ში დაფიქსირდა.

ცნობისთვის, აშშ-ში დაღუპულთა რიცხვი 2020 წელს ყველაზე მაღალი იყო, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა ქვეყანაში. მაჩვენებელმა 1918 წლის ესპანური გრიპის პანდემიის დროს დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system