თავში

პანდემიის ამ ბნელ თვეებში მოდით, ღმერთს მოვუსმინოთ - რომის პაპი

პანდემიის ამ ბნელ თვეებში მოდით, ღმერთს მოვუსმინოთ - რომის პაპი
პანდემიის ამ ბნელ თვეებში მოდით, ღმერთს მოვუსმინოთ - რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკე I-მა, შაბათს, აღდგომის წინა საეკლესიო მსახურების დღეს იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის ბნელი პერიოდი დასრულდება და ხალხი  „ყოველდღიური ცხოვრების მადლს“ ხელახლა აღმოაჩენს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

წელს უკვე მეორედ, სააღდგომო წირვას რომის პაპი თითქმის დაცარიელებულ ტაძარში აღავლენს. აღდგომის წინა საეკლესიო მსახურებას წმინდა პეტრეს ტაძარში 200-მდე ადამიანი ესწრებოდა.

წირვა ჩვეულებრივზე ორი საათით ადრე დაიწყო, რათა დამსწრე პირებს კომენდანტის საათის დაწყებამდე სახლში მისვლა მოესწროთ.  

„პანდემიის ამ ბნელ თვეებში მოდით, მოვუსმინოთ ღმერთს, რომელიც ყველაფრის თავიდან დაწყებას გვთავაზობს და მოგვიწოდებს, არასდროს დავკარგოთ იმედი...

ღმერთი მოგვიწოდებს, ყოველდღე უფრო დავუახლოვდეთ ჩვენს გარშემო მყოფებს, რათა აღმოვაჩინოთ ყოველდღიური ცხოვრების მადლი”, - განაცხადა რომის პაპმა ქადაგების დროს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system