თავში

პანდემიის დროს კაცმა შვილებისთვის სახლში ბურთის აუზი გააკეთა - VIDEO - PHOTO

პანდემიის დროს კაცმა შვილებისთვის სახლში ბურთის აუზი გააკეთა - VIDEO - PHOTO
პანდემიის დროს კაცმა შვილებისთვის სახლში ბურთის აუზი გააკეთა - VIDEO - PHOTO

ინგლისელი 34 წლის ჯოელ კონდერი, რომელიც 4 შვილის მამაა, კარანტინის პერიოდში ბავშვების გართობის საუკეთესო საშუალება მოიფიქრა. ჯოელმა და მისმა მეგობრებმა სახლში, 250.000 ბურთის გამოყენებით, გასართები აუზი გააკეთეს. ეს ქმედება, ჯოელის მეუღლესთვის, სარასთვისაც სიურპრიზი იყო, მან ამ გეგმის შესახებ არაფერი იცოდა.

"კაჩი, გრეისი, სოფი და ქლოი სახლში რომ მოვიდნენ და ბურთები დაინახეს, ყველაფერი ღირდა ამ რეაქციისთვის. ისინი სიცილით იძახდნენ, დედა ნამდვილად მოგკლავსო, მაგრამ მანაც ჩვენთან ერთად დაიწყო თამაში. გულწრფელად ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება გვექნება", - ამბობს ჯოელი.

პანდემიის დროს ისინი განსაკუთრებულად უფრთხილდებოდნენ თავს, რადგან ჯოელის ასთმა, მის ქალიშვილს კი  დაბალი იმუნიტეტი აქვთ. ინგლისელი ოჯახი მოუწოდებს ყველას, ვისაც ბავშვი ჰყავს, რომ ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ და ბავშვებს სურვილები აუსრულონ. ამით ბავშვიც და მშობელიც ბედნიერი იქნება. 

ინგლისელი ოჯახი ოჯახური ვიდეოების გადაღებაში აქტიურად არის ჩართული და YouTube-ზე ბევრი მაყურებელიც ჰყავთ.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system