თავში

პანდემიის მეორე წელი უფრო რთული იქნება - ჯანმო

პანდემიის მეორე წელი უფრო რთული იქნება - ჯანმო
პანდემიის მეორე წელი უფრო რთული იქნება - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა, რომ COVID-19-ის პანდემიის მეორე წელი კაცობრიობისთვის, შესაძლოა, უფრო რთული იყოს, ვიდრე პირველი.

"პანდემიის მეორე წელი დაიწყო და ეს შეიძლება კიდევ უფრო რთული იყოს კორონავირუსის გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით", - განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

ექსპერტის აზრით, კორონავირუსის შემთხვევებმა კვლავ პიკს მიაღწია. მხოლოდ ბოლო კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის 5 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსისგან 85 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

რაიანმა კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებულ სიტუაციას ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში "სრულყოფილი ქარიშხალი" უწოდა. მან განმარტა, რომ ეს გამოწვეულია იმით, რომ ახლა იქ ზამთარია და ხალხი უფრო მეტ დროს ატარებს შენობაში, სადაც ინფექციის ალბათობა ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე ქუჩაში. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამები ვრცელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system