თავში

პანდემიის პერიოდში კანაფის მოხმარება 4-ჯერ გაიზარდა - გაერო

პანდემიის პერიოდში კანაფის მოხმარება 4-ჯერ გაიზარდა - გაერო
პანდემიის პერიოდში კანაფის მოხმარება 4-ჯერ გაიზარდა - გაერო

გასულ წელს მსოფლიოში ნარკოტიკულ ნივთიერებებს დაახლოებით 275 მილიონი ადამიანი მოიხმარდა. შესაბამის ინფორმაციას გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისი (UNODC) ავრცელებს.

როგორც დოკუმენტიდან ჩანს, მასში მოხსენიებული ქვეყნების უმეტესობამ აღნიშნა, რომ პანდემიის ფონზე კანაფის მოხმარება გაიზარდა.  რასაც ადასტურებს გამოკითხვებში მონაწილე, 77 ქვეყნის ჯანდაცვის მუშაკების 42 პროცენტი. ამასთან, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში კანაფის მოხმარება 4-ჯერ გაიზარდა.

ამავდროულად, გამოკითხვით ცნობილი გახდა, რომ იმ მოზარდების ხვედრითი წილი რომლებიც კანაფს საზიანოდ თვლიან, 40 პროცენტით შემცირდა.

გარდა ამისა, UNODC-ის ანგარიშმა აჩვენა, რომ პანდემიის დასაწყისში, სტაგნაციის შემდეგ, ნარკოტიკების ბაზარი სწრაფად აღდგა, რამაც ტრეფიკინგის ზრდა გამოიწვია. 

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ კოკაინის მომწოდებლებს შორის კონკურენცია გაიზარდა. ბალკანეთის რეგიონის კრიმინალურმა დაჯგუფებებმა უფრო და უფრო აქტიურად დაიწყეს ბრძოლა ესპანელ და იტალიელ მომწოდებლებთან. ახალი მოთამაშეები ნაწილობრივ შუამავლების გარეშე მუშაობენ და ნარკოტიკულ ნივთიერებას უშუალოდ სამხრეთ ამერიკიდან იღებენ. შედეგად, ევროპაში უფრო იაფი კოკაინი შემოდის, რაც მომხმარებლებს შორის მას უფრო მიმზიდველს ხდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system