თავში

Pandora Papers - ფაილების გაჟონვა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების შესახებ

Pandora Papers - ფაილების გაჟონვა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების შესა
Pandora Papers - ფაილების გაჟონვა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების შესახებ

მსოფლიო ლიდერების, პოლიტიკოსებისა და მილიარდერების ფარული ქონება და გარიგებები - ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ფინანსური დოკუმენტების ისტორიაში უდიდესი გაჟონვის შედეგად გახდა ცნობილი. ახალ ოფშორულ მასალებს Pandora Papers უწოდეს. ამის შესახებ The Guardian წერს.

მილიონობით ფაილი 650 ჟურნალისტმა შეისწავლა. მასში სხვადასხვა სახელმწიფოს 30-მდე ყოფილი და მოქმედი ლიდერია და 300-ზე მეტი მაღალჩინოსანი.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მონაკოში საიდუმლო აქტივები აქვს, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა კი არ დაადეკლარირა ოფშორული კომპანია, რომლის სახელზე საფრანგეთში ორი ვილაა შეძენილი. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ იორდანიის მეფემ აბდალა მეორემ აშშ-სა და ბრიტანეთში 100 მილიონ დოლარად უძრავი ქონება იყიდა. 

გავრცელებული ცნობებით, დოკუმენტებმა გაჟონა კომპანიებიდან, რომლებიც მოქმედებენ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე და კვიპროსზე, პანამაზე, ბელიზე, სინგაპურში არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და შვეიცარიაში.

"გამოძიება აჩვენებს, თუ როგორ იყენებდნენ ქვეყნების ლიდერები, მილიარდერები, კრიმინალები ოფშორულ სისტემას თავიანთი აქტივების დასამალად", - წერს The New York Times.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system