თავში

პანტონის ინსტიტუტმა 2022 წლის მთავარი ფერი დაასახელა

​პანტონის ინსტიტუტმა 2022 წლის მთავარი ფერი დაასახელა
პანტონის ინსტიტუტმა 2022 წლის მთავარი ფერი დაასახელა

ამერიკის პანტონის ფერის ინსტიტუტის (Pantone Color Institute) 2022 წლის ფერი დაასახელა. ეს PANTONE 17-3938 ან Very Peri გახდა.

"PANTONE 17-3938 Very Peri აერთიანებს ლურჯის თვისებებს, მაგრამ აქვს მეწამულ-წითელი ელფერი, ავლენს ენერგიულ, ხალისიან განწყობას და დინამიკურ ყოფნას, რაც გაბედულ კრეატიულობას და გამოსახულებას ახალისებს“, - განაცხადა ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლეატრის ეისმანმა.

Pantone-ში აღნიშნეს, რომ Very Peri - არის დროისა და გარდამავალი პერიოდის გლობალური სულის სიმბოლო, რომელსაც ჩვენ განვიცდით.

"იცვლება ადამიანების აღქმა და სტანდარტები და რეალური და ვირტუალური ცხოვრება ახლებურად იკვეთება. ციფრული დიზაინი საშუალებას გვაძლევს, გადავლახოთ რეალობის საზღვრები, გავხსნათ კარი დინამიკური ვირტუალური სამყაროსკენ, რომელიც შეგვიძლია, გამოვიკვლიოთ და ახალი ფერების შესაძლებლობები შევქმნათ", - აღნიშნულია პრესრელიზში.

ცნობისთვის, ამერიკის პანტონის ფერის ინსტიტუტის (Pantone Color Institute) ექსპერტებმა 2021 წლის ორი ძირითადი ფერი დაასახელეს. ეს ფერებია "ღრმა ნაცრისფერი" და "ნათელი ყვითელი". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system