თავში

20 წლის შემდეგ პირველად საფრანგეთში პოლიცია გაიფიცება

​20 წლის შემდეგ პირველად საფრანგეთში პოლიცია გაიფიცება
20 წლის შემდეგ პირველად საფრანგეთში პოლიცია გაიფიცება

ფრანგი პოლიციელები გაფიცვისთვის ემზადებიან. პირველად, 20 წლის შემდეგ, ისინი პარიზის ქუჩებში მსვლელობას მოაწყობენ. სამართალდამცავები აცხადებენ, „ყვითელჟილეტიანთა დემონსტრაციების დაშლისას მორალის სიმწირეს“, ოფიცრებში თვითმკვლელობების რაოდენობის გაზრდას და მთავრობის საპენსიო რეფორმას გააპროტესტებენ.

პროფკავშირები ვარაუდობენ, რომ მსვლელობაში 20 000 პოლიციელამდე მიიღებს მონაწილეობას.

"არსებობს სასოწარკვეთილების მძლავრი განცდა. პოლიცია წუხილით დაიღალა“, - აცხადებს პოლიციელთა კავშირის გენერალური მდივანი დევიდ ლე ბარსი.

პოლიციის ყველაზე მასობრივი გაფიცვა საფრანგეთში ბოლოს 2001 წელს მოხდა. მაშინ 10 ათასმა სამართალდამცავმა მძარცველის დაკავებისას დაღუპულ ოფიცრებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ხელისუფლებამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შეიწყალა, რასაც შსს-ს თანამშრომლების პრიტესტი მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system