თავში

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მოედანი გაიხსნა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მოედანი გაიხსნა
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მოედანი გაიხსნა

პარიზში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის - ნოტრ-დამის წინ მდებარე მოედანი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News ავრცელებს. 

ნოტრ-დამი, ისევე, როგორც მისი მოედანი 2019 წლის 15 აპრილს გაჩენილი ხანძრის შემდეგ დაკეტილია. 

ტერიტორია რამდენჯერმე იქნა დამუშავებული, რათა ნიადაგში ტყვიის შემცველობა შემცირებულიყო და ამას დამთვალიერებელთათვის საფრთხე არ შეექმნა. 

ჯანდაცვის რეგიონულმა სააგენტომ 29 მაისს მოედნის უსაფრთხოება შეამოწმა, რის შემდეგაც 31 მაისს, პოლიციამ დამთვალიერებლებს ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცა. 

მოედნის გახსნას დაესწრო საფრანგეთის დედაქალაქის მერი ენ ჰიდალგო, ქვეყნის კულტურის მინისტრი ფრანკ რიესტერი და პარიზის მთავარეპისკოპოსი მიშელ ოპეტი. 

ნოტრ-დამის მოედანზე მდებარეობს საფრანგეთის "ნულოვანი წერტილი" - ანუ წერტილი, საიდანაც იწყება საავტომობილო გზების მანძილის ათვლა ქვეყნის დედაქალაქიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system