თავში

პარიზის მერია მამაკაცების დაჩაგვრის გამო 90 ათასით დააჯარიმეს

პარიზის მერია მამაკაცების დაჩაგვრის გამო 90 ათასით დააჯარიმეს
პარიზის მერია მამაკაცების დაჩაგვრის გამო 90 ათასით დააჯარიმეს

პარიზის მერია 90 000 ევროთი დააჯარიმეს. ამის მიზეზი დედაქალაქი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ რგოლში თანამდებობებზე ქალების სიჭარბე გახდა. აღმოჩდა, რომ პარიზის მერიაში გენდერული ბალანსი დარღვეულია და თანამდებობა 11 ქალს და მხოლოდ 5 მამაკაცს უჭირავს.

დედაქალაქის მერის ან იდალგოს განცხადებით, "ჯარიმა აშკარად აბსურდული, უსამართლო, არაგონივრული და სახიფათოა". ან იდალგო ის ამ ქვითრის სახელმწიფო სამსახურების მინისტრისთვის გადაცემას აპირებს.

პარიზის მერი მიიჩნევს, რომ ქალების სამსახურეობრივი წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საფრანგეთში ამ მიმართულებით სერიოზული ჩამორჩენა შეინიშნება.

საფრანგეთის ხელისუფლების 2012 წლის დადგენილებით, თანამდებობაზე დანიშნული პირების მინიმუმ 40% ორივე სქესის წამომადგენელი უნდა იყოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system