თავში

პარიზში ფრანგული მედიის კარიკატურის სახლი გაიხსნება

​პარიზში ფრანგული მედიის კარიკატურის სახლი გაიხსნება
პარიზში ფრანგული მედიის კარიკატურის სახლი გაიხსნება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში გაზეთებისა და ჟურნალების ილუსტრაციების სახლი გახსნა გადაწყვიტა, რომელიც ბეჭდური მედიიდან კარიკატურების ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშებს შეაგროვებს. ინფორმაციას Le Monde ავრცელებს.

შესაბამისი დაწესებულების გახსნის გადაწყვეტილება სახელმწიფოს მეთაურმა ჯერ კიდევ 2020 წელს მიიღო. სატირული გამოცემა Charlie Hebdo-ზე ტერაქტის წლისთავთან დაკავშირებით გამოსვლისას მაკრონმა პირობა დადო, რომ ახალი ეროვნული ინსტიტუტი „შეხვედრის, სწავლისა და გამოხატვის ადგილად გადაიქცევა“.

საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ 2021 წლის სექტემბერში პროექტის დასაფინანსებლად 2 მილიონი ევრო გამოყო.

კარიკატურის სახლის გახსნაზე პარიზის გარდა პრეტენზიას სხვა ქალაქებიც აცხადებდნენ: სტრასბურგი, ლიმოჟი, ბორდო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system