თავში

პარიზში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

​პარიზში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა
პარიზში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

პარიზის ქუჩებში პირბადეების ტარება ისევ სავალდებულო გახდა. ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელებაა. ინფორმაციას დედაქალაქის პოლიციის პრეფექტურა ავრცელებს.

"ეს მოთხოვნა ვრცელდება 11 წელზე უფროსი ასაკის პირებზე, გარდა მანქანებში მოძრავი ადამიანებისა, მოტოციკლისტებისა და ველოსიპედისტებისა ან სპორტით დაკავებული ადამიანებისა“, - აღნიშნულია პრეფექტურის კომუნიკეში.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა, პარლამენტში გამართულ მოსმენაზე გამოსვლისას, ქვეყანაში კოროვირუსული ინფექციის გავრცელება ცუნამს შეადარა და აღნიშნა, რომ წინა დღეს ინფიცირების რეკორდული, 208 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა.

პრეფექტურამ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ პირბადეების რეჟიმის დარღვევისთვის პირი 135 ევროთი დაჯარიმდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system