თავში

პარიზში რუსეთის მოქალაქემ ფრანგ მასწავლებელს თავი მოჰკვეთა

პარიზში რუსეთის მოქალაქემ ფრანგ მასწავლებელს თავი მოჰკვეთა
პარიზში რუსეთის მოქალაქემ ფრანგ მასწავლებელს თავი მოჰკვეთა

პარიზის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში, 18 წლის რუსეთის მოქალაქემ სკოლის მასწავლებელს თავი მოჰკვეთა. ამის შესახებ გამოცემა Le Parisien იუწყება.

მედიის ცნობით, თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა და მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი საშუალო სკოლის მასწავლებელი იყო, რომელსაც თავდაპირველად ყელის არეში დანით მიაყენეს ჭრილობა. თვითმხილველებმა გაიგონეს, რომ თავდამსხმელი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილი მამაკაცი მოსწავლეებს მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა. 

მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან დამნაშავის მშობლებიც.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მკვლელობას "ისლამისტური ტერაქტი" უწოდა.

Le Figaro აღნიშნავს, რომ გარდაცვლილ მასწავლებელს არაერთხელ მიუღია მუქარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system