თავში

პარიზთან ახლოს ქიმიური ქარხანა იწვის - VIDEO

პარიზთან ახლოს ქიმიური ქარხანა იწვის
პარიზთან ახლოს ქიმიური ქარხანა იწვის - VIDEO

პარიზის ჩრდილო-დასავლეთით, ბეზონის მუნიციპალიტეტში ქიმიურ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. საწარმოში ლითონის გადამუშავება ხდებოდა. შენობაში ინახება ადამიანისთვის საშიში ნივთიერებები. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბეზონის მერის თქმით, არსებობს წყლისა და ნიადაგის დაბინძურების საფრთხე, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების თქმით, ქარხანა ისე აშენდა, რომ ასეთი შედეგების პრევენციაც გაითვალისწინა. 

ხანძრის შედეგად დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას აგრძელებენ.

ასევე ცნობილია, რომ ევაკუირებულები არიან მუშები და ახლომდებარე სახლების მაცხოვრებლები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system