თავში

პატარა არჩის დებიუტი სამხრეთ აფრიკაში

​პატარა არჩის დებიუტი სამხრეთ აფრიკაში
პატარა არჩის დებიუტი სამხრეთ აფრიკაში

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, 4 თვის შვილთან, არჩისთან ერთად აფრიკაში 10 დღიან ტურნეში იმყოფებიან. აღსანიშნავია, ისიც, რომ ეს მათთვის პირველი საოჯახო მოგზაურობაა.

ჰარიმ და მეგანმა არჩი კეიპ თაუნში აფრიკის აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლ დესმონდ ტუტუსა და მის მეუღლესთან შეხვედრაზე წაიყვანეს.

არჩი სამეფო ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანი წევრია, რომელიც ოფიციალურ ტურში ოდესმე მონაწილეობდა. მანამდე ამ სტატუსს მისი ბიძაშვილი, პრინცი ჯორჯი ატარებდა, რომელიც 8 თვის იყო, როდესაც 2014 წელს ავსტრალიაში მშობლებთან ერთად გაემგზავრა.

ტურნეს ფარგლებში მეგანი და ჰარი კეიპ თაუნში ასევე ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ, რომელიც ქალებისა და ბავშვების უფლებებს იცავს, შემდეგ კი ადგილობრივ მოსახლეობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system