თავში

პატარძალმა მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ბეჭდის გამო დაქორწინებაზე უარი თქვა

პატარძალმა მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ბეჭდის გამო დაქორწინებაზე უარი თქვა
პატარძალმა მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ბეჭდის გამო დაქორწინებაზე უარი თქვა

პოლონელმა წყვილმა, რომელმაც ანიმაციური ფილმების თაყვანისმცემელია, ნიშნობისთვის მიკი მუსის ბრილიანტის ბეჭედი აარჩია, შემდეგ კანადის ერთ-ერთ ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე შევიდა და ბეჭედი შეუკვეთა. მისმა საქმრომ კი დახმარება კანადელ ნათესავებს სთხოვა.

ბეჭედის მიღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ძალიან განსხვავდებოდა იმ სურათისგან, რომელიც წყვილმა ინტერნეტში ნახა. ცნობილია, რომ საქმრომ დამკვეთს თითის ზომაც შეცდომით უთხრა, რადგან მას დიუმიდან სანტიმეტრში გადაყვანა დაავიწყდა.

"ეს იყო ყველაზე მახინჯი ბეჭედი, რაც ჩემს ცხოვრებაში მინახავს. ეს კოშმარია. შოკირებული ვარ იმით, რომ ჩემმა საქმრომ, არაფერი მოიმოქმედა როდესაც დაინახა, რამდენად განსხვავდებოდა ის ვებ-გვერდზე განთავსებული ბეჭდისგან", - განაცხადა ქალმა.

ცნობილია, რომ წყვილი არ დაქორწინებულა. სავარაუდოდ კონკრეტულმა ხარვეზმა მათ ურთიერთობაში დაძაბულობა გამოიწვია.

ბეჭედი ინტერნეტ-სივრცეში ვირუსულად გავრცელდა და მას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ქალს მთელი კანადის სახელით ბოდიში მოუხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system