თავში

პატარძლის ნაცვლად, რომელიც ქორწილში მოკვდა, სიძემ იქვე მისი და მოიყვანა ცოლად

​პატარძლის ნაცვლად, რომელიც ქორწილში მოკვდა, სიძემ იქვე მისი და
პატარძლის ნაცვლად, რომელიც ქორწილში მოკვდა, სიძემ იქვე მისი და მოიყვანა ცოლად

ინდოეთში, უტარ პრადეშის შტატში ქორწილის ცერემონიის დროს პატარძალი გარდაიცვალა, რის შემდეგ სიძემ იქვე მისი დის ცოლად მოყვანა გადაწყვიტა. ამის შესახებ Times of India წერს.

მანგეშ კუმარისა და მისი საცოლის, სურბჰის ქორწილი ქალის მშობლიურ სოფელში უნდა გამართულიყო. როდესაც სიძის ოჯახი პატარძლის სახლში მივიდა და ქორწილის ცერემონია დაიწყო, სურბჰის მოულოდნელად თავი ასტკივდა და გული წაუვიდა. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა განაცხადეს, რომ ის უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.

"ექიმის თქმით, პატარძალი გულის შეტევით გარდაიცვალა", - განაცხადეს ოჯახის წევრებმა.

ამ საზარელი ამბის მიუხედავად, პატარძლის ოჯახის წევრებმა კუმარს ცოლად ქალის უმცროსი დის, ნიშას შერთვა შესთავაზეს.

"ეს უცნაური სიტუაცია იყო. ჩემი უმცროსი დის ქორწილს ზეიმობდნენ, მკვდარი დის ცხედარი კი მეორე ოთახში ესვენა", - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ, საურაბმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system