თავში

Pegasus-ის თვითმფრინავის ძრავში ფრინველი შევარდა

​Pegasus-ის თვითმფრინავის ძრავში ფრინველი შევარდა
Pegasus-ის თვითმფრინავის ძრავში ფრინველი შევარდა

ავიაკომპანია Pegasus-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლიდან იზმირში მიფრინავდა, იძულებული გახდა, სტამბოლის აეროპორტში დაბრუნებულიყო. 

მიზეზი ის გახდა, რომ საჰაერო ხომალდის ძრავში ფრინველი შევარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Haberturk ავრცელებს.

მისი ცნობით, ინციდენტი აფრენისას მოხდა. ეკიპაჟმა აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მგზავრებიდან არავინ დაშავდა. ისინი იზმირში უახლოესი რეისით გაფრინდებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system