თავში

პეკინი პირველი ჩინური ავიამზიდის გამოცდას იწყებს - VIDEO

პეკინი პირველი ჩინური ავიამზიდის გამოცდას იწყებს - VIDEO
პეკინი პირველი ჩინური ავიამზიდის გამოცდას იწყებს - VIDEO

„შანდუნი“ ჩინური წარმოების პირველი ავიამზიდია. ქვეყნის ხელისუფლებამ მისი ზღვაში გამოცდა დაიწყო. ავიამზიდი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს შევიდა, მაგრამ მისი საზღვაო გამოცდა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

ავიამზიდის გამოცდა ყვითელი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარეობდა, თუმცა ზუსტი კოორდინატები არ დასახელებულა.

ავიამზიდის საპორტო ადგილი ქალაქი დალიანია. მომდევნო კვირის დასაწყისში, სამხედრო წვრთნების ჩატარების დროს, პორტის მიმდებარე აღმოსავლეთ ნაწილი ჩაკეტილი იქნება.

ჩინეთის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ავიამზიდის შეიარაღების სისტემაში ინტეგრირება მალე მოხდება და ის ძლიერ სამხედრო საბრძოლო ძალად იქცევა.

სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებით ჩინეთს დიდი ამბიციები აქვს. ზღვაზე პრეტენზიას აცხადებენ ვიეტნამიცა და ფილიპინებიც. რეგიონში გააქტიურა თავისი ქმედებები აშშ-მაც. ოფიციალური პეკინი იმედოვნებს, რომ ამ ფონზე სადაო წყლებში რამდენიმე ავიამზიდის არსებობა მათ პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system