თავში

პეკინმა ბაიდენს დათქმით მიულოცა

​პეკინმა ბაიდენს დათქმით მიულოცა
პეკინმა ბაიდენს დათქმით მიულოცა

ჩინეთმა ჯო ბაიდენს აშშ-ის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროა ოფიციალური შედეგების დალოდება. ამის შესახებ ბრიფინგზე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

"ჩვენ ამერიკელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ და ბატონ ბაიდენსა და ქალბატონ ჰარისს ვულოცავთ", - განაცხადა მან.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ "აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აშშ-ის კანონისა და სხვა პროცედურების მიხედვით იქნება გამოვლენილი".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system