თავში

პეკინში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას 8-ჯერ აჭარბებს

პეკინში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას 8-ჯერ აჭარბებს
პეკინში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას 8-ჯერ აჭარბებს

პეკინში მცირე მყარი ნაწილაკების PM 2,5 საშუალო დღიურმა კონცენტრაციამ, რაც სმოგის ძირითად მიზეზს წარმოადგენს, 1 კუბურ მეტრზე 190 მიკროგრამს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი მაქსიმალური ლიმიტი კი კუბურ მეტრზე 25 მიკროგრამს შეადგენს. ამას შესახებ განცხადებას პეკინის გარემოს დაცვის ცენტრი ავრცელებს.

პეკინში, ადგილობრივი დროით 10:00 საათისთვის PM 2.5-ის საშუალო კონცენტრაცია კუბურ მეტრზე 189 მიკროგრამს შეადგენდა. ქალაქის ზოგიერთ რაიონში კი ამ მაჩვენებელმა კუბურ მეტრზე 197 მიკროგრამს მიაღწია.

ჩინეთში, სმოგის ძირითადი წყაროა ავტომობილები, ნახშირით მომუშავე ელექტროსადგურები და ფოლადის ქარხნები. PM 2.5 ნაწილაკებს შეუძლიათ შეაღწიონ ფილტვებში და სისხლში, რამაც შესაძლოა სისხლძარღვების ანთება, არტერიული ობსტრუქცია და სხვა დაავადებები გამოიწვიოს.

2019 წლის ბოლოს ჩინეთის ხარჯებმა ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე 25 მილიარდ იუანს მიაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system