თავში

პენტაგონი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესასწავლად სამუშაო ჯგუფს ქმნის

პენტაგონი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესასწავლად სამუშაო ჯგუფს ქმნი
პენტაგონი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესასწავლად სამუშაო ჯგუფს ქმნის

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ დაუდგენელი მფრინავი ობიექტების (უცხოპლანეტელების) შესასწავლად სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება 4 აგვისტოს მიიღეს. სამუშაო ჯგუფი იმ  ამოუცნობ მფრინავს ობიექტებს გამოიკვლევს, რომლებიც აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა დააფიქსირა. 

სამუშაო ჯგუფს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დევიდ ნორქუისტი უხელმძღვანელებს და მას ოფიციალურად უახლოეს დღეებში წარადგენენ. 

ივლისში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის კონგრესმა. კონგრესის წევრები და პენტაგონის ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ ეს ობიექტები, შესაძლოა, პოტენციური მოწინააღმდეგის მიერ დასაზვერად გამოიყენებოდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system