თავში

პენტაგონი უკრაინას 125 მილიონის ღირებულების სამხედრო ტექნიკას გადასცემს

პენტაგონი უკრაინას 125 მილიონის ღირებულების სამხედრო ტექნიკას გადასცემ
პენტაგონი უკრაინას 125 მილიონის ღირებულების სამხედრო ტექნიკას გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 125 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ტექნიკის შესაძენად თანხა უკრაინის სამხედრო დახმარებისათვის დამტკიცებული ფინანსური პაკეტიდან გამოიყოფა, რომელიც კონგრესმა 2019 წლის სექტემბრის თვეში დაამტკიცა. პაკეტის სრული ოდენობა 250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პენტაგონი უკრაინას რამდენიმე ანტისაარტილერიო რადარს და Mark VI-ის ტიპის ექვს შეიარაღებულ საპატრულო კატერს გადასცემს, რაც, როგორც CNN აღნიშნავს, რუსეთსა და უკრაინას შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე  ყველაზე მნიშვნელოვანია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system