თავში

პენტაგონის ხელმძღვანელი კორონავირუსით დაინფიცირდა

​პენტაგონის ხელმძღვანელი კორონავირუსით დაინფიცირდა
პენტაგონის ხელმძღვანელი კორონავირუსით დაინფიცირდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს კვირას COVID-19 დაუდასტურდა. მას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ოსტინი, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს 21 დეკემბერს, სიმპტომების გამოვლენამდე ერთი კვირით ადრე შეხვდა.

”როგორც ჩემმა ექიმმა ამიხსნა, ჩემი სრულად ვაქცინირებული სტატუსი და "ბუსტერული" ვაქცინაცია, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში მივიღე, დაავადებას ამსუბუქებს", - განაცხადა ოსტინმა.

პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ტესტი მას შემდეგ გაიკეთა, რაც მას სიმპტომები სახლში, შვებულებაში ყოფნის დროს გამოუვლონდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system