თავში

პენტაგონის შეფასებით, ახალი ბირთვული რაკეტების ღირებულება 95 მილიარდ დოლარს შეადგენს

პენტაგონის შეფასებით, ახალი ბირთვული რაკეტების ღირებულება 95 მილიარდ დოლარს შეადგენს
პენტაგონის შეფასებით, ახალი ბირთვული რაკეტების ღირებულება 95 მილიარდ დოლარს შეადგენს

პენტაგონის ოფიციალური პირის შეფასებით, ახალი ბირთვული რაკეტების ღირებულება 95.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ The Independent წერს.

ოფიციალური ინფორმაციით, ახალმა ბირთვულმა რაკეტებმა Minuteman 3 უნდა შეცვალოს, რომელიც 50 წლის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდა.

ბირთვული შეიარაღება, რომელსაც კონტინენტურ ბალისტიკურ რაკეტებს ან ICBM-ს უწოდებენ, მიზნად ისახავს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ამერიკის ბირთვული ძალების ნაწილის შეცვლას, რომელთა ჯამური ღირებულება 1.2 ტრილიონ დოლარზე მეტია.

ბირთვული მოდერნიზაციის პროგრამა ობამას ადმინისტრაციამ დაიწყო და ის გააგრძელა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. დემოკრატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნოემბერში მისი არჩევის შემთხვევაში, ის პროგრამის შემცირების გზების ძიებას განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system