თავში

პერუში ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა

​პერუში ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა
პერუში ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა

კვირას ღამით პერუს ცენტრალურ ნაწილში მშვიდობიან მოსახლეობაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 14 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Al Jazeera ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ერთ-ერთ ბარში ორგანიზაცია "კაშკაშა გზის" წევრები შეიჭრნენ და მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს. რამდენიმე ადამიანი ადგილზე დაწვეს.

"კაშკაშა გზა" პერუში თავარი ანტისამთავრობო პარტიზანული ორგანიზაციაა. ის 1970 წელს აბიმაელ გუსმანმა დააარსა, რომელიც 1992 წელს დააპატიმრეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამჟამად ორგანიზაცია სამი მდინარის - აპურიმაკის, ენესა და მანტაროს ხეობებშია აქტიური. ის მოუწოდებს მოსახლეობას, არ მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში და ხმა არ მისცენ "სახალხო ძალის" პარტიის კანდიდატს, კეიკო ფუჰიმორის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system