თავში

Pfizer/BioNtech ევროკავშირს დამატებით 100 მილიონ დოზას მიაწვდის

Pfizer/BioNtech ევროკავშირს დამატებით 100
Pfizer/BioNtech ევროკავშირს დამატებით 100 მილიონ დოზას მიაწვდის

ვაქცინის მწარმოებელი BioNTech და Pfizer ევროკავშირს დამატებით 100 მილიონი დოზით მოამარაგებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

BioNTech-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ დამატებითი პარტიის მიღების შემდეგ, ევროკავშირში შეტანილი საერთო რაოდენობა 600 მილიონამდე მიაღწევს, რაც ევროკავშირის მოსახლეობის ორი მესამედია.

”დამატებით 100 მილიონი დოზა კიდევ უფრო დაეხმარება ვაქცინაციის კამპანიის დაჩქარებას ევროკავშირის მასშტაბით,” - განაცხადა BioNTech-ის წარმომადგენელმა შონ მარეტმა.

ვაქცინებზე პასუხისმგებელმა ევროკავშირის კომისარმა, ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომ Pfizer/BioNtech საიმედო პარტნიორია.

"მათ თავდაპირველად 60 მილონი დოზა უნდა მოეწოდებინათ და 68 მილიონი მოგვაწოდეს. შემდეგ უკვე 190 მილიონის ნაცვლად 240 მილიონი დოზა", - თქვა ბრეტონმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system