თავში

Pfizer ევროკავშირისთვის ვაქცინის მიწოდებას 25 იანვრიდან განაახლებს

Pfizer ევროკავშირისთვის ვაქცინის მიწოდებას 25 იანვრიდან განაახლებს
Pfizer ევროკავშირისთვის ვაქცინის მიწოდებას 25 იანვრიდან განაახლებს

ამერიკული კომპანია Pfizer და მისი გერმანელი პარტნიორი BioNTech ამჟამად წარმოების გაფართოებაზე მუშაობენ.

ევროპის მასშტაბით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდება 25 იანვრიდან განახლდება. ხოლო 15 თებერვლიდან ვაქცინის წარმოების გაზრდა იგეგმება.

ამასთან, Pfizer/BioNTech-ში აცხადებენ, რომ 2021 წლის მეორე კვარტალიდან ვაქცინის წარმოება უფრო მასშტაბურად გაიზრდება.

ცნობისთვის, ამ კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ Pfizer მომავალი კვირიდან ევროპაში COVID-ის ვაქცინების მიწოდების შემცირებას გეგმავს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ევროკავშირის ქვეყნების აღშფოთება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system