თავში

Pfizer-ის ე.წ. ბუსტერი კორონავირუსისგან 95%-ით იცავს

Pfizer-ის ე.წ. ბუსტერი კორონავირუსისგან 95%-ით იცავს
Pfizer-ის ე.წ. ბუსტერი კორონავირუსისგან 95%-ით იცავს

კომპანიები Pfizer და BioNTech აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, რომელიც მათ შექმნეს, მესამე, ე.წ. "ბუსტერული" დოზა კორონავირუსის სიმპტომური დაავადებისგან 95,6%-ით იცავს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

"ჩვენ ვთვლით, რომ ე.წ. ბუსტერულ დოზებს პანდემიის შეკავებასა და ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებაში მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია", - განაცხადა Pfizer-ის გენერალურმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ.

მისი თქმით, კვლევაში 16 წელს ზემოთ 10 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქედან ნახევარს ე.წ. ბუსტერი შეუყვანეს. აცრის შემდგომი 2,5 განმავლობაში განხორციელებული დაკვირვების შედეგად, სიმპომური დაავადების მხოლოდ 5 შემთხვევა გამოვლინდა. ჯგუფში კი, სადაც პლაცებო გამოიყენეს, 109 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ სიახლის გამოქვეყნების შემდეგ Pfizer-ის აქციები 0,9%-ით გაიზარდა, BioNTech-ის აქციების ფასმა კი 1,3%-ით მოიმატა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system