თავში

Pfizer-ის მხოლოდ ერთი დოზა 85%-იან დაცვას უზრუნველყოფს

Pfizer-ის მხოლოდ ერთი დოზა 85%-იან დაცვას უზრუნველყოფს
Pfizer-ის მხოლოდ ერთი დოზა 85%-იან დაცვას უზრუნველყოფს

ისრაელში ჩატარებული კვლევების თანახმად, Pfizer/BioNTech-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ პირველი დოზა დაავადებისგან 85%-ით იცავს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, მანამდე აშშ-ში ჩატარებული კვლევებით დგინდებოდა, რომ ვაქცინის პირველი დოზით მიღების შემდეგ ვაქცინირებულები დაავადებისგან მხოლოდ 52.4%-ით იყვენენ დაცულები. ხოლო, კორონავირუსისგან თითქმის სრულ, 95%-იანს მხოლოდ ვაქცინის ორი დოზა უზრუნველყოფდა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახალი კვლევების თანახმად, 85%-იანი დაცვა პირველი დოზის მიღებიდან ორი-ოთხი კვირის შუალედში გამომუშავდება.

ამასთან, ზოგმა ქვეყანამ უკვე გასცა რეკომენდაცია, რომ მოქალაქეები Pfizer/BioNTech-ის მხოლოდ ერთი დოზით აცრან. თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ამჟამად არ მოიპოვება კვლევა, რომელიც ვაქცინის მხოლოდ პირველი დოზის მიღების შემდეგ მის ეფექტურობას ხანგრძლივი პერიოდით დაადასტურებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system