თავში

პირბადის ტარება COVID-19-ით დაინფიცირებას 53%-ით ამცირებს

პირბადის ტარება COVID-19-ით დაინფიცირებას 53%-ით ამცირებს
პირბადის ტარება COVID-19-ით დაინფიცირებას 53%-ით ამცირებს

ახალი კვლევის თანახმად, პირბადოს ტარება COVID-19-ით ინფიცირების მნიშვნელოვან შემცირებას უწყობს ხელს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

მეცნიერები მთელი რიგი ქვეყნებიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ამტკიცებენ, რომ კოროვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში პირბადის ტარება ყველაზე ეფექტური ღონისძიებაა. ასევე ეფექტურია დისტანციის დაცვა და ხელების დაბანა.

30-ზე მეტმა ცალკეულმა კვლევამ აჩვენა, რომ პირბადის ტარება ავადობას 53%-ით, დისტანციის დაცვა კი 25%-ით ამცირებს. ხელის დაბანაც ეფექტურია და დადასტურებულია, რომ ის ავადობას 50%-ზე მეტით ამცირებს.

"ამ მიზეზით, მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად, ამ ზომების შენარჩუნება აუცილებელია", - აღნიშნულია კვლევაში.

ამავდროულად, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტისა და ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ზომები, როგორიცაა საზღვრების, სკოლების და ოფისების ჩაკეტვა და "ლოქდაუნები", ცალკე უნდა იქნას შესწავლილი, რათა მოსახლეობაზე ასეთი შეზღუდვების პოტენციური უარყოფითი გავლენა შეფასდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system