თავში

პირს ბროსნანი ჰავაიზე საკუთარ სახლს 100 მილიონ დოლარად ყიდის - PHOTO

პირს ბროსნანი ჰავაიზე საკუთარ სახლს 100 მილიონ დოლარად ყიდის
პირს ბროსნანი ჰავაიზე საკუთარ სახლს 100 მილიონ დოლარად ყიდის - PHOTO

ირლანდიელი მსახიობი და პროდიუსერი, პირს ბროსნანი, რომელიც ჯეიმ ბონდის როლით არის ცნობილი, , ჰავაიზე საკუთარი სახლს 100 მილიონ დოლარად ყიდის. ამის შესახებ  Daily Mail  წერს. 

მსახიობი მეუღლესთან ერთად 2010 წელს ჰავაიზე გადავიდა საცხოვრებლად, როდესაც მათი ოცნების სახლი აშენდა.

სახლი, სადაც 1997 წელს გადაიღეს ფილმი Tomorrow Never Dies Thailand, ბროსნანის შთაგონება გახდა და მსახიობმა 2000 წელს ორი სახლი 10 მილიონ დოლარზე ნაკლებ ფასად შეიძინა და გააერთიანა. სახლს აქვს ცხრა საძინებელი ოთახი, 14 სველი წერტილი.

სახლი მთლიანად აღჭურვილია ეკოლოგიურად სუფთა დანადგარებით, მას აქვს მზის პანელები და წყლის გადამამუშავებელი სადგური. სახლიდან ოკეანისა და ახლომდებარე მთების შესანიშნავი ხედები იშლება.

უძრავი ქონების ვებ-გვერდზე სახლის დეტალური აღწერაა ჩამოთვლილი.

კომპლექსი მოიცავს 371,61 კვადრატულ ფართობს და მას აქვს ორი ბუხარი, სამხატვრო სტუდია და გემბანი, რომელიც ოკეანეზე იყურება. სახლს აქვს ასევე, ორი ბარი, ღვინის საცავი, სადაც სულ მცირე 200 ბოთლი ღვინო ინახება, მუსიკალური ოთახი, სავარჯიშო დარბაზი და სპა.

საკურორტო სტილის საცხოვრებელს აქვს კლიმატკონტროლი და განათების სისტემა, რომელიც ავტომატურად თიშავს სინათლეს.

მსახიობი სახლის მშენებლობის დროს თითოეული დეტალის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა.

ირლანდიელი მსახიობი, პირს ბროსნანი საკუთარი სახლით ამაყობს და ამბობს, რომ ახალი სახლის მეპატრონები წყანარი ოკეანის ულამაზესი ხედებითა და სახლში არსებული თითოეული დეტალით დაკბებიან და ბედნიერად იცხოვრებენ.

სახლის ახალ მეპატრონეებს მეზობლად ამერიკელი მომღერალი შერი, მსახიობი მელ გიბსონი, პროდიუსერი სტივენ სპილბერგი და გოლდი ჰოუნი ეყოლებათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system