თავში

2050 წლისთვის პოლონეთი ენერგეტიკაში ნახშირის გამოყენებაზე უარის თქმას გეგმავს

პოლონეთი ენერგეტიკაში ნახშირის გამოყენებაზე უარის თქმას გეგმავს
2050 წლისთვის პოლონეთი ენერგეტიკაში ნახშირის გამოყენებაზე უარის თქმას გეგმავს

2050 წლისთვის პოლონეთმა, შესაძლოა, ენერგეტიკაში ნახშირის გამოყენებაზე უარი თქვას. ამის შესახებ ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრი, ჰენრიკ კოვალჩიკი აცხადებს.

მისი თქმით, ამჟამად პოლონური ენერგომწარმოებლების 80% ნახშირზე მუშაობს, რასაც ევროპული სტრუქტურები და ეკოლოგიური ორგანიზაციები აპროტესტებენ.

„აშკარაა, რომ ჩვენ ნახშირის გამოყენებაზე თანდათან უარი უნდა განვაცხადოთ. თუმცა ამის გაკეთება გონივრულად და ეტაპობრივადაა საჭირო, ენერგიის სხვა წყაროების განვითარებით“, - აცხადებს კოვალჩიკი.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ 2050 წლისთვის ამ მიზანს მიაღწიოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system