თავში

პოლინეზიაში ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო - VIDEO

​პოლინეზიაში ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო
პოლინეზიაში ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო - VIDEO

ტონგას სამეფოში, პოლინეზიაში, ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. ადგილობრივები გააფრთხილეს, რომ ტერიტორიაზე მჟავური წვიმაა მოსალოდნელი. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას The Watchers ავრცელებს.

სპეციალისტების ცნობით, აირის უზარმაზარი ღრუბელი, რომელიც ვულკან Hunga Tonga-Hunga Ha'apai-ის ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა, ზღვის დონიდან 18 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ატმოსფეროში წყალთან შერევის შემთხვევაში, მტვერმა და აირმა, შესაძლოა, მჟავური წვიმა გამოიწვიოს. ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილეს.

"მჟავური წვიმის ზემოქმედების სიმპტომებია: კანის ქავილი და გაღიზიანება, მხედველობის დაბინდვა და ფერის შეცვლა. თუ თვალები ან კანი მჟავურ წვიმაში მოხვდა, მიმართეთ ექიმს შესაბამისი მკურნალობისთვის", - ნათქვამია გაფრთხილებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system