თავში

Politico: G7 მონაწილეები რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიან

​Politico: G7 მონაწილეები რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიან
Politico: G7 მონაწილეები რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიან
© Getty

აშშ-ის პრეზიდენტის მცდელობა, კვლავ დაპატიჟოს რუსეთი G7-ში, წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით, დიდი შვიდეული უნდა გაფართოვდეს და იქ რუსეთი, ინდოეთი, ავსტრალია და სამხრეთ კორეა უნდა ჩაერთონ. დღეს გაერთიანებაში იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, იტალია და კანადა შედიან.

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ G7 სათანადოდ არ წარმოაჩენს იმას, რაც მსოფლიოში ხდება", - მოჰყავს გამოცემას დონალდ ტრამპის სიტყვები.

Politico წერს, რომ G7-ის წევრებმა ჯგუფში რუსეთის წევრობა 2014 წელს შეაჩერეს, როდესაც "მოსკოვმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და ის უკრაინას წაართვა".

G7 დასაბრუნებლად კი გაერთიანების ყველა წევრის თანხმობაა საჭირო.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გუშინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის დაბრუნების საკითხს ვეტოს დაადებს.

"ბრიტანეთი აზრს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიცვლის, თუ რუსეთი აგრესიულ და დესტაბილიზაციურ ქმედებებს შეწყვეტს, რაც ბრიტანელი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებას უქმნის საშიშროებას", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერის პრესმდივანმა.

Politico აღნიშნავს, რომ მოსკოვისადმი დამოკიდებულება ბრიტანეთმა სოლსბერიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაამკაცრა.

გამოცემის ცნობით, რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგ კანადის პრემიერიც გამოდის.

"ის G7 ფარგლებს გარეთ რჩება და დარჩება, რადგან საერთაშორისო წესებს და ნორმებს არ იცავს და დემონსტრაციულად უგულებელყოფს", - მოჰყავს Politico-ს ჯასტინ ტრიუდოს სიტყვები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system