თავში

პოლიტიკოსი, რომელიც ვიდეოკონფერენციისას ბანაობდა, თანამდებობიდან დაითხოვეს

პოლიტიკოსი, რომელიც ვიდეოკონფერენციისას ბანაობდა, თანამდებობიდან
პოლიტიკოსი, რომელიც ვიდეოკონფერენციისას ბანაობდა, თანამდებობიდან დაითხოვეს

ესპანეთის ქალაქ ტორელავეგას  მუნიციპალური მრჩეველი, ქალაქის სოციალისტურ მუშათა პარტიის გენერალური მდივანი ბერნარდო ბუსტილო ვიდეოკონფერენციის დროს მაყურებელთა წინაშე სრულიად შიშველი წარსდგა. 

ვიდეოკონფერენციას ესწრებოდნენ სხვა პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, ხოლო ონლაინ ტრანსლაციის მეშვეობით მას თვალს ათასობით ადამიანი ადევნებდა. 

The Guardian-ის ცნობით, პოლიტიკოსმა შეხვედრის დროს შხაპის მიღება გადაწყვიტა, ვინაიდან კონფერენცია დროში ძალიან გაიწელა და მოგვიანებით მეორე სამსახურში უნდა წასულიყო. 

მან ნოუთბუქი აბაზანაში შეიტანა, რათა კოლეგების ხმა კარგად გაეგო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ვიდეოს გამორთვა დაავიწყდა.

სოციალურ ქსელში მომდარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მისი ვიდეოები სწრაფად გავრცელდა. 

პოლიტიკოსმა თანამდებობა დატოვა და ბოლოტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, ვინაიდან არ სურდა მომხდარ ინციდენტს მისი პარტიისთვის რეპუტაცია გაეფუჭებინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system