თავში

პოლიციამ ბანკზე თავდამსხმელი დააკავა, მძევლები გათავისუფლებულია

​პოლიციამ ბანკზე თავდამსხმელი დააკავა, მძევლები გათავისუფლებულია
პოლიციამ ბანკზე თავდამსხმელი დააკავა, მძევლები გათავისუფლებულია

საფრანგეთში სამართალდამცავებმა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ქალაქ ჰავრში მძევლები აიყვანა.

34 შეიარაღებულ მამაკაცს, რომელსაც პოლიციის გაცხადებით, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, მძევლები ექვსი საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი. მძევლების ნაწილი თავდამსხმელმა სპეცოპერაციის დასრულებამდე გაათავისუფლა. ბოლო მომენტში მძევლად მხოლოდ ერთი ადამიანი რჩებოდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბანკის შენობაში მყოფი ყველა ადამიანი თავისუფალია და არც ერთი მათგანი არ დაშავებულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system