თავში

პოლიციამ სატვირთო მანქანის უჰაერო განყოფილებაში დახრჩობის პირას მყოფი მიგრანტები გადაარჩინა

​პოლიციამ სატვირთო მანქანის უჰაერო განყოფილებაში დახრჩობის
პოლიციამ სატვირთო მანქანის უჰაერო განყოფილებაში დახრჩობის პირას მყოფი მიგრანტები გადაარჩინა

სლოვენიის პოლიციამ გადაარჩინა 13 ერაყელი მიგრანტი, რომლებიც სატვირთო მანქანაში იმალებოდნენ. ისინი პატარა, უჰაერო განყოფილებაში იმყოფებოდნენ და გაუწყლოებისგან და ჟანგბადის უკმარისობისგან იტანჯებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.

ნოვო მესტოს ხელისუფლების განცხადებით, მათ შორის ორი ბავშვი იყო. ისინი ხორვატიის საზღვარზე გეგმიური შემოწმების დროს აღმოაჩინეს.

მიგრანტთა ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

გავრცელებული ცნობით, მიგრანტებმა ბოსნიიდან ხორვატიის გავლით უამრავი საათი უჰაერო სივრცეში გაატარეს.

"მიგრანტები გაუწყლოებულები და ძალიან შეშინებულები იყვნენ, ზოგი უკვე გონსაც კარგავდა", - განაცხადეს პოლიციაში.

სამართალდამცავებმა სატვირთო მანქანის მძღოლი, ბოსნიის 52 წლის მოქალაქე დააკავეს. პოლიციის განცხადებით, სატვირთო მანქანა ბოსნიური სანომრე ნიშნით მოძრაობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system