თავში

პოლონელი დეპუტატი: საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები ყარაბაღთან დაკავშირებით უნდა შესრულდეს

​პოლონელი დეპუტატი: საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები ყ
პოლონელი დეპუტატი: საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები ყარაბაღთან დაკავშირებით უნდა შესრულდეს

"მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ მრავალი წლით გაყინული ყველა კონფლიქტი, მათ შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც არსებობს ისეთ სტრატეგიულ რეგიონში, როგორიც სამხრეთ კავკასიაა, პოტენციური საფრთხის კერაა. ეს კონფლიქტი გადავადების გარეშე უნდა გადაწყდეს და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები დროულად უნდა შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სამხედრო შეტაკებებს, ადამიანურ მსხვერპლს იწვევს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია", - ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის დეპუტატმა, სილვესტერ ხრუშჩმა განაცხადა.

მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარებით ეუთოს მინსკის ჯგუფია დაკავებული და პოლონეთი ამ მისიას მხარს უჭერს.

"ჩვენ მხარეებს დაუყოვნებელი მშვიდობისკენ მოვუწოდებთ. მინსკის ჯგუფიდან მისი საქმიანობის აღდგენასა და აქტივიზაციას ველოდებით, რადგან დიდი ხნის განმავლობაში არსებული სტატუს-კვო პრობლემასთან დაკავშირებით სასურველი არ არის. დღეს ჩვენ მისი მწარე შედეგების მომსწრეები ვართ. თანამედროვე სამყაროში თანამედროვე ქვეყნებს შორის საკითხების გადაწყვეტა - ეს მტკივნეული საკითხია", - განაცხადა სეიმის წევრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system