თავში

პოლონელმა მყვინთავებმა, შესაძლოა, ქარვის ოთახის საგანძურს მიაგნონ

პოლონელმა მყვინთავებმა, შესაძლოა, ქარვის ოთახის საგანძურს მიაგნონ
პოლონელმა მყვინთავებმა, შესაძლოა, ქარვის ოთახის საგანძურს მიაგნონ

პოლონელ მყვინთავთა ჯგუფის Baltictech-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მაისის ბოლოს 12-კაციანი გუნდი გერმანული გემის, კარლსრუეს ჩაძირვის ადგილს შეისწავლის. მათ აღნიშნეს, რომ ჩაძირული გემის წინასწარი შესწავლის დროს აღმოაჩინეს რამდენიმე არა სამხედრო ყუთი, რომლებიც, ჩვეულებრივ, გამოიყენებოდა მუზეუმის ექსპონატების ტრანსპორტირებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

მყვინთავებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღმოაჩენენ ნაცისტური გერმანიის მიერ გაძარცვული ქარვის ოთახის საგანძურს, რომელიც 1945 წელს დაიკარგა.

ცნობილია, რომ 1945 წლის აპრილში გერმანული გემი კარლსრუე,კალინინგრადიდან კოპენჰაგენისკენ გაემგზავრა. გემს გადაჰქონდა 360 ტონა ტვირთი, მათ შორის სამხედრო ტექნიკა და ასევე გადაჰყავდა 1000-მდე ჯარისკაცი და ლტოლვილი. გემი ჩამორჩა კოლონას და საბჭოთა საჰაერო ძალებმა ის გაანადგურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system