თავში

პოლონეთი 5 წლიდან ბავშვების კორონავირუსზე აცრას დაიწყებს

​პოლონეთი 5 წლიდან ბავშვების კორონავირუსზე აცრას დაიწყებს
პოლონეთი 5 წლიდან ბავშვების კორონავირუსზე აცრას დაიწყებს

პოლონეთი გეგმავს, დეკემბრის შუა რიცხვებიდან 5-დან 11 წლამდე ბავშვების კორონავირუსზე აცრა დაიწყოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალდემარ კრასკა აცხადებს.

დეტალები: მისი თქმით, 5-11 წლის ბავშვების აცრა 13 დეკემბერს დაიწყება.

"ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ დროისთვის ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი ვაქცინა გაჩნდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მან დასძინა, რომ მთავრობა ასევე აპირებს, ინფექციის მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში COVID-19-ზე სავალდებულო ტესტირება დანერგოს. კერძოდ, საუბარია ექიმებსა და მასწავლებლებზე.

1 დეკემბერს, პოლონეთში კორონავირუსით 27 356 ადამიანი დაინფიცირდა, 502 პაციენტი გარდაიცვალა. ამჟამად, 21,5 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული საავადმყოფოებში მკურნალობს.

პოლონეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის თითქმის 3,6 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 84,6 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system