თავში

პოლონეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

​პოლონეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
პოლონეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას კორონავირუსი დაუდასტურდა. ის თვითიზოლაციაში გადავიდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ Twitter-ზე პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის მინისტრი პაველ შროტი წერს.

"პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს, მძიმე მიმდინარეობა არ არის, სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება", - წერს შროტი.

მან აღნიშნა, რომ დუდა გასული წლის აპრილსა და ივნისში კორონავირუსზა აიცრა, ბუსტერი კი 17 დეკემბერს მიიღო.

ამასთაბ, დუდამ კორონავირუსი 2020 წლის შემოდგომაზეც გადაიტანა. მაშინაც სიმპტომების გარეშე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში პოლონეთში COVID-19-ით ინფიცირების 17 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 632 ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system