თავში

პოლონეთმა ეპიდემიის რეჟიმი გამოაცხადა

პოლონეთმა ეპიდემიის რეჟიმი გამოაცხადა
პოლონეთმა ეპიდემიის რეჟიმი გამოაცხადა

პოლონეთმა ეპიდემიის რეჟიმი გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეებს საგანგებო პრესკონფერენციაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააცნო. 

მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, პოლონეთში მძიმე პერიოდ ელოდებიან, აღნიშნული რეჟიმი  კი ხელისუფლებას მოქმედების მეტ თავისუფლებას და კრიზისთან უკეთ გამკლავების საშუალებას აძლევს.

ეპიდემიის რეჟიმის გამოცხადების შემდეგ მთავრობას ექნება შესაძლებლობა, ექიმები ქვეყნის იმ ნაწილში გაგზავნოს, სადაც ეპიდაფეთქება დაფიქსირდება.

ცნობისთვის, პოლონეთში ახალი კორონავირუსის 411 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილია 5 ადამიანი. 62 ათასი ადამიანი კარანტინში იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system