თავში

პოლონეთმა რუსეთი კიბერთავდასხმებში დაადანაშაულა

​პოლონეთმა რუსეთი კიბერთავდასხმებში დაადანაშაულა
პოლონეთმა რუსეთი კიბერთავდასხმებში დაადანაშაულა

პოლონეთის ბოლოდროინდელი კიბერთავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა, - ამის შესახებ პოლონეთის მმართველი პარტა"სამართალი და სამართლიანობის" ხელმძღვანელმა, ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ის გაეცნო შიდა უსაფრთხოებისა და სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის ინფორმაციას.

"კიბერთავდასხმის ობიექტები უმნიშვნელოვანესი პოლონელი ჩინოსნები, მინისტრები, სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანების დეპუტატები იყვნენ", - განაცხადა კაჩინსკიმ.

მისი თქმით, თავდასხმის მასშტაბი საკმაოდ დიდი იყო.

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანა მასშტაბური კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა. პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ სეიმის დახურული სხდომა მოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system