თავში

პოლონეთმა, შესაძლოა, კორონავირუსის შეზღუდვები გაამკაცროს

​პოლონეთმა, შესაძლოა, კორონავირუსის შეზღუდვები გაამკაცროს
პოლონეთმა, შესაძლოა, კორონავირუსის შეზღუდვები გაამკაცროს

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ნედზელსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შეზღუდვები, შესაძლოა, ამ კვირაში გამკაცრდეს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ მან RMF FM-ის ეთერში განაცხადა.

ნედზელსკიმ განაცხადა, რომ მთავრობა ახალი შეზღუდვების შემოღებას განიხილავს.

"როდესაც ამოიწურება ვაქცინის მთელი არსენალი, იქნება გამოყენებული ყველაფერი, რაც ხელთ არის დარჩენილი. შეზღუდვები ხელთ რჩება", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ოთხშაბათს ან პარასკევს არის შესაძლებელი.

"მაშინ ვისაუბრებთ სკოლებზე, მაგალითად, სავაჭრო ცენტრების დახურვაზე, მაგრამ მე არ მინდა ამაზე ფიქრი“, - დასძინა ნედზელსკიმ.

მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლონეთში კორონავირუსის 6422 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system